суббота, 14 марта 2015 г.

კურსის რეფლექსია

 15 თებერვლიდან გვიტარდება ტრენინგი "ინტელის გზით პროექტებით სწავლება".ეს პროექტი დაგვეხმარება ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეების სწავლის უკეთესად მართვაში.თავდაპირველად შევიმუშავეთ დაგეგმვის პრინციპები,შევქმენით საქაღალდე .
გეგმაზე მუშაობის პროცესში დავამუშავეთ ,თუ რა იყო ჩვენი პროექტის მიზანი და აქედან გამომდინარე შევარჩიეთ 21-ე საუკუნის რომელ უნარ-ჩვევებს გამოვუმუშავებთ ჩვენს მოსწავლეებს,საგნობრივი სტანდარტების რომელ შედეგებზე გვინდა გავიდეთ.დავსვით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რა საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ,გავწერეთ დროში გაწერილი გეგმა-განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი.შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია,მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ გამოყენებული წყაროების აღრიცხვა საავტორო უფლებები დაცვის მიზნით.ვისწავლეთ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია რომ უკეთესად წარმოჩნდეს საინტერესო და ალტერნატიული ხედვა .შევარჩიეთ დაწყვილების და დაჯგუფების აქტივობები.

იყო საინტერესო,რაც მთავარია შედეგიანი.აუცილებლად ვეცდები გამოვიყენო.
.
.

воскресенье, 8 марта 2015 г.

გილოცავთ 8 მარტს!!!!
დღეს გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს,კიდევ ერთხელ დავრწმუნდით სწორი კითხვის დასმის მნიშვნელობაში,რადგანაც სწორად დასმული კითხვა წარმოაჩენს საინტერესო და ალტერნანიულ ხედვას.რესურსებიდან შევარჩიეთ  დაწყვილების აქტივობები,შევქმენით ჯგუფები.

суббота, 7 марта 2015 г.

ნელ-ნელა მივიწევთ წინ,განვიხილავთ ერთმანეთის ნამუშევრებს,ვითვალისწინებ ტრენერისა და კოლეგების რჩევებს .
დღეს ვისწავლეთ,როგორ შევაფასოთ მოსწავლეების პროექტები,როგორ ჩავრთოთ მოსწავლეებიც შეფასების რუბრიკების შედგენაში ,შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები,ეს დაგვეხმარება ეფექტურ , გააზრებულ მუშაობაში.

вторник, 3 марта 2015 г.

დღევანდელ დღეს გილოცავთ, კოლეგებო.
დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო,ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა,ფაილის ინტეგრირება,სასწავლო ინსტრუმენტების შერჩევა,ფაილების ბლოგზე ატვირთვა.

воскресенье, 1 марта 2015 г.

ვისაუბრეთ ,თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები მოსწავლეების სწავლის ეფექტურად შეფასების მიზნით.განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის საკითხი როგორ ვისარგებლოთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაციით ზიანის გარეშე.